პლანტას ლიმონი საგანგებოდ გადარჩეული და გასუფთავებული დიდი ზომის ციტრუსია. გამოირჩევა მუქი ყვითელი შეფერილობით და ძლიერი არომატით.
ლიმონი შეუცვლელი ინგრედიენტია დესერტების, სალათებისა თუ სხვა კერძების მოსამზადებლად.
ლიმონი ძალიან მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით, განსაკუთრებით კი C ვიტამინით. 100 გრ. ლიმონი C ვიტამინის დღიური ნორმის 88%-ს შეიცავს. ლიმონი ასევე მდიდარია კალიუმით, რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით.
ლიმონი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს არტერიულ წნევას, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.