ჭარხლის ბაბა განუში

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 4

ჭარხლის ბაბა განუში

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

4 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი

2-3 ს.კ ლიმონის წვენი

1 ს.კ ტაჰინი (სეზამის პასტა)

1 ს.კ ზეითუნის ზეთი

1 კბილი ნიორი

მწიკვი წითელი დაღერღილი წიწაკა

¼ ჩ.კ ხმელი ქინძი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

ჭარხალი გარეცხეთ, გაამშრალეთ, სათითაოდ შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი (გამომცხვარ ჭარხალს დანა რბილად უნდა შეერჭოს). გამომცხვარი ჭარხალი შეაგრილეთ, გაფცქვენით და გაჭერით ოთხად.

ყველა ინგრედიენტი დაატრიალეთ საკვების პროცესორში, თუ მასა სქელია, დაუმატეთ რამდენიმე კოვზი გადადუღებული წყალი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

ბაბა განუში მიირთვით ლავაშით ან პიტას პურით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები