უგლუტენო ფქვილი (3 ს.კ. მწვანე წიწიბურა + 3 ს.კ. შვრია + 2 ს.კ. ფეტვი + 2 ს.კ. ქინოა)
1-2 სიმინდის ტარო
3-4 ც. მინი ფერადი ტკბილი წიწაკა (ოთხკუთხედებად დაჭრილი)
¼ წიქა მწვანილი (წვრილად დაჭრილი)
¾ ჩ.კ. ვარდისფერი მარილი
½ ჩ.კ. ხარჩოს სუნელი
½ ჩ.კ. სოდა + 1 ჩ.კ. ძმარი
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი შესაწვავად
1 ჭიქა ქეშიუს კრემ-ყველი
2 ს.კ. წვრილად დაჭრილი მწვანილი
25 გ ტოფუ
ბურღულეულს დავასხათ წყალი, რომ კარგად დაიფაროს და გავაჩეროთ 3-4 საათი ან მთელი ღამით. არ გადავწუროთ. თავისივე წყალში დავაბლენდეროთ. ჯამში დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად მოვურიოთ. ცომი გავაჩეროთ 5-10 წუთი. ტაფაზე ფუნჯით წავუსვათ ზეითუნის ზეთი, ბლინის მასა კოვზით ან პატარა ჭიქით დავასხათ და გამოვაცხოთ თავდახურულ ტაფაზე 2-3 წუთი თითო გვერდზე.
ჩასაწობი ჩატნის მოსამზადებლად ქეშიუს კრემ-ყველში ჩავაჭრათ მწვანილი და ჩავაფშვნათ ტოფუ.