კალცონე

  • 3 საათი
  • საშუალო
  • 4

კალცონე

  • 3 საათი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

ცომის ინგრედიენტები:
250 გ ფქვილი
50 გ ცეხვილი ფქვილი
170 გ თბილი წყალი
1 ჩ.კ მომენტალური საფუარი
1 ჩ.კ შაქარი
⅓ ჩ.კ მარილი
3 ს.კ ზეთი

სხვა მასალა:
300 გ პომიდორი ჩერი
200 გ ტკბილი წიწაკა
200 გ მოცარელა ან ჭყინტი, უმარილო სულგუნი
10 გ ცოცხალი ბაზილიკი/შაშკვლავი
მარილი, პილპილი გემოვნებით
1 კვერცხის გული
30 გ გახეხილი პარმეზანი (სურვილისამებრ)

მომზადების ინსტრუქცია

ცომის მოსამზადებლად მოზრდილ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, მომენტალური საფუარი, შაქარი. აურიეთ და დაასხით თბილი წყალი და ზეთი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, სულ ბოლოს დაუმატეთ მარილი.
ცომის გუნდას გადაუსვით ზეთი, შეფუთეთ და დატოვეთ ასაფუებლად თბილ ადგილას. როდესაც მოცულობა გაორმაგდება, ცომი მზადაა გამოსაცხობად.

გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
ბოსტნეული და ბაზილიკი დაჭერით, ყველი გახეხეთ.
ცომი გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად, გააბრტყელეთ ფქვილის დახმარებით, ცომის ნახევარზე დაყარეთ გულსართი, ყველი, ბაზილიკი. გადააფარეთ ცომის თავისუფალი ნაწილი და კარგად შეაერთეთ გვერდები, დანით დასერეთ ზედაპირი, რომ არ დასკდეს ცხობისას. შეხვეულ ღვეზელებს გადაუსვით კვერცხის გულის და 1 ს.კ. წყლის ნაზავი, მოაყარეთ პარმეზანი და გამოაცხვეთ 20-30 წუთი ან ვიდრე არ დაიბრაწება.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები