მექსიკური ნაჩო სიმინდით და ჰალაპენიოთი

  • 70 წუთი
  • მარტივი
  • 6

მექსიკური ნაჩო სიმინდით და ჰალაპენიოთი

  • 70 წუთი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

3 ც. სიმინდის ტარო

1 ც. ლაიმი

200 გ ლავაში

1-2 ც. ჰალაპენიო

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

200 გ ჩედარი

მარილი, პილპილი გემოვნებით

½ ჩ.კ. პაპრიკა

1 პატარა თავი წითელი ხახვი

200 გ მსუბუქი არაჟანი

½ ლაიმი და ქინძის ფოთლები გასაფორმებლად

მომზადების ინსტრუქცია

სიმინდი მოხარშეთ ან შეწვით მზადყოფნამდე. გაგრილებული სიმინდი დადეთ საჭრელ დაფაზე ვერტიკალურად და დანით ჩამოათალეთ მარცვლები, ჩაყარეთ ჯამში, მოასხით ½ ლაიმის წვენი, მოაყარეთ პაპრიკა, მარილი და პილპილი, ჩააჭერით ჰალაპენიო, აურიეთ.

ლავაში დაჭერით სამკუთხედებად და გამოაშრეთ ღუმელში 190 გრადუსზე 10 წუთი. 
საცხობ ფირფიტაზე თანაბრად გადანაწილებულ ლავაშებს მოაყარეთ სიმინდი, მოასხით ზეთი, მოახეხეთ ყველი და გამოაცხვეთ 10 წუთი 200 გრადუსზე, ან ვიდრე ყველი არ დადნება. 
სოუსის მოსამზადებლად აურიეთ 150 გ არაჟანი, ½ ლაიმის წვენი და მარილი გემოვნებით.
უკვე გამომცხვარს მოასხით სოუსი, მოაყარეთ დაჭრილი ხახვი, ლაიმი და ქინძის ფოთლები.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები