ავოკადოს ტორტილია

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ავოკადოს ტორტილია

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

ტორტილია

200გ სიმინდის ფქვილი

½ ჩკ მარილი

ავოკადოს მასა

1 ცალი ავოკადო, მწიფე (რბილი), ჩაზელილი 

½ ცალი წითელი ტკბილი წიწაკა, თესლგამოცლილი, ოთხკუთხედებად დაჭრილი

1 ცალი პომიდორი, ოთხკუთხედებად დაჭრილი

1სკ ზეითუნის ზეთი

1-2 სკ ლაიმის წვენი

1 ჩკ ლაიმის ცედრა (გახეხილი კანი)

 ½ ჩკ მარილი

შაშკვლავის ფოთლები ან ქინძი მოსართავად

მომზადების ინსტრუქცია

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თხელი მჭადებია, თუმცა საიდუმლო იმაშია, რომ ცომი ერთი-ორი დღით ადრე უნდა მოზილოთ და თავდახურული გააჩეროთ მაცივარში ფერმენტაციისათვის. იდეალურია მათთვის, ვისაც გლუტენის (ხორბლის ფქვილის) აუტანლობა აქვს. ავოკადოთი კი ორგანიზმისთვის საჭირო სასარგებლო ცხიმებს მივიღებთ.

ჯამში მოზილეთ ცომი თბილი წყლით, არც ძალიან თხელი და არც სქელი. დაახურეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში ფერმენტაციისთვის 24-36 საათი. გამოსაცხობად, გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე, საცხობ ქაღალდზე თხლად გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 12სმ დიამეტრის მრგვალ ფორმებად. აცხვეთ სანამ ზედაპირი არ შეიბრაწება, რადგან ცომი თხელია გამოცხობას სულ 10-15 წთ უნდა დასჭირდეს. ვიდრე მჭადი ცხვება, მოამზადეთ ავოკადოს მასა.

ჯამში ჩაზილეთ მწიფე, რბილი ავოკადო. ტკბილი წიწაკა და პომიდორი დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად, მოასხით ზეითუნის ზეთი და ლაიმის წვენი, მოაყარეთ მარილი და ლაიმის ცედრა. კარგად ამოურიეთ.

სერვირებისთვის თეფშზე დადეთ გამომცხვარი თხელი მჭადი და ზევიდან ავოკადოს მასა, მორთეთ შაშკვლავის ან ქინძის ფოთლებით. მჭადები შეგიძლიათ წინასწარ გამოაცხოთ და მირთმევამდე შეაფიცხოთ. გემრიელად მიირთვით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები