პომიდვრის მინი კიში

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 8

პომიდვრის მინი კიში

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 8

ინგრედიენტები

ცომის მასალა:

100 გ კარაქი

150 გ ფქვილი

50 გ ცეხვილი ფქვილი

1/3 ჩ.კ მარილი

1 კვერცხი

 

სხვა მასალა:

100 მლ ნაღები (22-23%)

2 კვერცხი

1 ჩ.კ დიჟონის მდოგვი

80 გ ყველი (მოცარელა, სულგუნი ან ჭყინტი ყველი)

მარილი, პილპილი გემოვნებით

200 გ პომიდორი ჩერი

100 გ ტკბილი წიწაკა

მომზადების ინსტრუქცია

ცომის მოსამზადებლად აურიეთ ორივე სახეობის ფქვილი, მარილი და კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი, უნდა მიიღოთ ფხვიერი, არაერთგვაროვანი მასა. დაუმატეთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი და სწრაფად შეკარით ცომი. შეინახეთ მაცივარში შეფუთული 1 საათით ან 1 ღამით.

ცომი გაყავით 8 ნაწილად და გააბრტყელეთ სათითაოდ, ჩააკარით ტარტის ყალიბში, კარგად ამოიყვანეთ გვერდები და დაჩხვლიტეთ ძირი ჩანგლით. შეინახეთ საყინულეში რამდენიმე წუთით, ვიდრე ამზადებთ გულსართს. 

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
ჯამში აურიეთ ნაღები, კვერცხი, მდოგვი, მარილი, პილპილი. ბოლოს დაუმატეთ გახეხილი ყველი. ბოსტნეული დაჭერით სასურველ ზომებად.
გამოიღეთ ყალიბები საყინულიდან, გაანაწილეთ ბოსტნეული და ნაღების მასა. გამოაცხვეთ 30 წუთი ან ვიდრე ოქროსფერს არ მიიღებს.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები