გამომცხვარი ჩერი პომიდორი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

გამომცხვარი ჩერი პომიდორი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

400-500გ ფერადი ჩერი პომიდორი

2სკ ზეითუნის ზეთი

1ჩკ ნიორი (წვრილად დაჭრილი)

1 ჩკ იტალიური სუნელები (ორეგანო, შაშკვლავი, როზმარინი, ბეგქონდარა)

½ ჩკ მარილი

¼ ჩკ პილპილი

ვეგანური ყველი

2სკ მწვანილი (ოხრახუში, შაშკვლავი)

მომზადების ინსტრუქცია

ჩერი პომიდორს გამოცხობა კიდევ უფრო მეტ არომატს სძენს, რადგან კარამელიზაცია, მის გემოებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს გამომცხვარი ჩერი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც გარნირი ან დაუმატოთ პასტას თუ გახუხულ პურს.

გაახურეთ ღუმელი. ზეითუნის ზეთში ჩაყარეთ ნიორი, სუნელები, მარილი და პილპილი, მოურიეთ და მოასხით შუაზე გაჭრილ ჩერი პომიდვრებს. ნიჟარაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ერთ ფენად გაშალეთ ჩერი პომიდვრები. შუაში ჩაუდეთ ვეგანური ყველი და გამოაცხეთ 20-25 წუთი. სერვირებამდე მოაყარეთ ნედლი მწვანილი. მიირთვით გახუხულ პურზე ან გამოიყენეთ პასტის ან სალათის საკმაზად.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები