პლანტას ლაიმი საგანგებოდ გადარჩეული და გასუფთავებული საშუალო ზომის ციტრუსია. გამოირჩევა ღია მწვანე შეფერილობით და ძლიერი არომატით.
ლაიმი შეუცვლელი ინგრედიენტია დესერტების, სალათებისა თუ სხვა კერძების მოსამზადებლად.
ლაიმი ძალიან მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით, განსაკუთრებით კი C ვიტამინით. 100 გრ. ლაიმი C ვიტამინის დღიური ნორმის 48%-ს შეიცავს. ლაიმი ასევე მდიდარია კალიუმით, რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით.
ლაიმი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს არტერიულ წნევას, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.