2 ტარო სიმინდი
10 ც. კოქტეილ პომიდორი
2 ც. მწიფე ავოკადო
1 ც. წითელი ტკბილი წიწაკა
1 პატარა თავი წითელი ხახვი
1 ქილა კონსერვირებული შავი ლობიო
5-6 ღერო ქინძი
1 ც. ლაიმი (+1 გასაფორმებლად)
1 ც. ჰალაპენიო
2 ს.კ. ავოკადოს ან სხვა ზეთი (ნეიტრალური გემოთი)
მარილი, პილპილი გემოვნებით
სიმინდს ვხარშავთ ან ვწვავთ გრილზე. სანამ სიმინდი გრილდება ვჭრით ბოსტნეულს საშუალო ზომის ნაჭრებად.
ჩამოვაჭრით სიმინდის მარცვლებსაც. ყველაფერს მოვათავსებთ ჯამში. ვაწურავთ ლაიმს, ვასხამთ ზეთს, მარილს, პილპილს და ვურევთ. ვაყრით ქინძის ფოთლებს.
ვაფორმებთ ლაიმის ნაჭრებით.