კიტრი 5-6 ცალი
ქეილი 1 შეკვრა
წითელი და თეთრი ხახვი (თითო-თითო თავი)
იისფერი კომბოსტო
მწვანე წიწიწაკა ჰალაფენიო 1 ცალი
ნახევარი ბროწეული
1 ლიმონის წვენი
ნუშის ფანტელები 3 სკ
პეკანი 5სკ
მარილი 1/4 ჩკ
ჯანჯაფილის ფესვი 1 სმ
ნიორი 1 კბილი
ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი 5 სკ
თაფლი 1სკ
ბრინჯის ძმარი 3 სკ
მარილი
თეთრი ხახვი შევწვათ ბევრ ზეთში, რომ ხრაშუნა სტრუქტურა მივიღოთ და ზეთი შევაშროთ სამზარეულოს ქაღალდით.
დავჭრათ კიტრი, კომბოსტო, ქეილი გავათავისუფლოთ ღეროებისგან. დავამარინადოთ ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენში მხოლოდ 1 წუთი.
გავარჩიოთ ბროწეული, მოვხალოთ თხილეული და მოვამზადოთ სოუსი ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან.
ავაწყოთ სალათა და დავასერვიროთ თხილეულითა და ბროწეულით.
თითო ულუფა შეიცავს 160 კალორიას (კკალ).