ყვითელი პომიდვრის სალათა ნადუღით

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

ყვითელი პომიდვრის სალათა ნადუღით

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

2 ყვითელი პომიდორი

200 გ ნადუღი ან რიკოტა

100 გ მაწონი

½ ლიმონის ცედრა

მწიკვი მარილი, მწიკვი პილპილი

2 მწიკვი ხმელი პიტნა

20 გ ზეთისხილი

20 გ ნიგოზი

2 ს.კ.  ზეითუნის ზეთი

პიტნის ფოთლები გასაფორმებლად

მომზადების ინსტრუქცია

შეურიეთ ერთმანეთში ნადუღი და მაწონი. დაუმატეთ მარილი, პიტნა და ლიმონის ცედრა. 

მასა გაანაწილეთ თეფშზე. დაალაგეთ თხლად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით ზეთი, მოაყარეთ უხეშად დაჭრილი ზეთისხილი და ნიგოზი. გააფორმეთ პიტნის ცოცხალი ფოთლებით. უგემრიელესი სალათა მზადაა!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები