თბილი ჩერი პომიდვრის სალათა

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 1

თბილი ჩერი პომიდვრის სალათა

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 1

ინგრედიენტები

15-20ც ფერადი ჩერი პომიდორი

1ჩკ ქინძის თესლები, დანაყული

1სკ ზეითუნის ზეთი

1 მუჭი მუხუდო, წინასწარ მოხარშული

½ მუჭი ქეილი ან ისპანახი

½ ჩკ მარილი

¼ ჩკ პილპილი

¼ ჩკ ნივრის ფხვნილი

დრესინგი

1 სკ ვეგანური კრემ-ყველი

1 მუჭი სალათის ფოთოლი

½ მუჭი კიტრი ან ნიახურის ღერო, ოთხკუთხედებად დაჭრილი

1სკ მწვანილი

მომზადების ინსტრუქცია

ტაფაზე მოხალეთ ქინძის თესლი, დაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ მთლიანი ჩერი პომიდვრები. 5 წუთში პომიდვრები შერბილდება და ოდნავ დაჭყლიტეთ პიურეს ჩასაზელით. დაუმატეთ მუხუდო, მწვანე ფოთლები, მარილი, პილპილი და ნივრის ფხვნილი.

სერვირებისთვის თეფშზე დაასხით ვეგანური კრემ-ყველი, ზევიდან დაადეთ სალათის ფოთლები, ტაფაზე მიღებული მასა, კიტრი ან ნიახურის ღერო. მორთეთ მწვანილით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები