4 ცალი ყვითელი ტკბილი წიწაკა
200გ ყველი ფეტა
2 კბილი ნიორი (1 დრესინგისთვის,1 მარინადისთვის)
2-3 სკ ჭარხლის მურაბა
1 ცალი ლაიმის წვენი
4-5 სკ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
3 სკ ზეითუნის ზეთი შესაწვავი
1/2 ბროწეული
30გ ნიგოზი მოხალული
2 სკ ვაშლის ძმარი
ქინძი
ოხრახუში
მარილი გემოვნებით
შავი წიწაკა გემოვნებით
ტკბილი წიწაკა გავრეცხოთ, გავაშროთ, ზედაპირზე გადავუსვათ ზეითუნის ზეთით და გავახვიოთ ვერცხლის ქაღალში და გამოვაცხოთ ღუმელში 15 წთ.
გამომცხვარი ტკბილი წიწაკა გავაციოთ, გავაცალოთ კანი, ამოვუღოთ გულები და დავჭრათ სიგრძეზე. დაჭრილი წიწაკა მოვათავსოთ მარინადში.
მარინადის მოსამზადებლად დააგვჭირდება: ძმარი, ნიორი, ნიგოზი, ზეითუნის ზეთი, შავი წიწაკა და მარილი.
სანამ წიწაკა მარინადშია, მოვამზადოთ დრესინგი - დავაბლენდეროთ ფეტა, ნიორი, ზეითუნის ზეთი, ლაიმის წვენი, შავი წიწაკა და ჭარხლის მურაბა.
დავასერვიროთ სალათა: თეფშზე მოვათავსოთ დრესინგი, დამარინადებულ ტკბილ წიწაკას დავამატოთ დაჭრილი მწვანილი და ნიგოზი და დავადოთ დრესინგს, მოვაწყოთ ბროწეული და ნიგოზი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით.