პლანტას ვარდისფერი პომიდორი პომიდვრის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი, ტომიმარო მუჩოს ჯიშის პომიდორია. ეს დიდი ზომის (XL) პომიდვრები განსაკუთრებით ტკბილი გემოთი და თხელი, საუცხოო ვარდისფერი ფერის მქონე კანით გამოირჩევა. პლანტას ვარდისფერი პომიდვრის შიგთავსი რბილი და წვნიანია. საუკეთესოა როგორც სალათებისთვის, ისე სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად.
პომიდორი შეიცავს ოთხივე ძირითად კაროტინოიდს: ალფა და ბეტა კაროტინებს (ისინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნებიან), ლუტეინსა (მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში) და ლიკოპენს.
პომიდორი განსაკუთრებით მდიდარია E და C ვიტამინებით.
შეიცავს კალიუმს, K1 ვიტამინსა და ფოლატს. ფოლატი პასუხისმგებელია უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორიცაა უჯრედების დაყოფა და ზრდა და დნმ-ის სინთეზი. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმე ქალებისთვის.