300 გ პლანტას კოქტეილ პომიდორი
100 გ პლანტას კიტრი დელიკატეზა
60 გ მწვანე ტკბილი წიწაკა
30 გ წითელი ხახვი
2 ჩ.კ ბალზამირებული ძმარი
1 კბილი ნიორი
1 ს.კ მზეზე გამომშრალი პომიდვრის პასტა ან პომიდორი
მარილი, პილპილი
2 ჩ.კ ზეითუნის ზეთი
2 ს.კ არაჟანი
მწვანილები: პიტნა, რეჰანი, შაშკვლავი, ბეგქონდარა, თავშავა
ბოსტნეული წინასწარ შეინახეთ მაცივარში, რომ წვნიანი ცივი გამოგივიდეთ.
დააბლენდერეთ პომიდორი, კიტრი, მწვანე ტკბილი წიწაკა, ხახვი, ნიორი, პომიდვრის პასტა, ძმარი, მარილი და პილპილი. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ ცივი წყალი. ჩაასხით ჯამებში, ჩააგდეთ არაჟნის ქულა, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ცოცხალი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!