ბროკოლის და პრასის კრემ-სუპი

  • 30 წუთი
  • საშუალო
  • 3

ბროკოლის და პრასის კრემ-სუპი

  • 30 წუთი
  • საშუალო
  • 3

ინგრედიენტები

ბროკოლი – 170 გრ.
ხახვი – 70 გრ.
ნიორი – 1 კბილი
პრასი – 80 გრ.
კარტოფილი – 100 გრ.
ნაღები – 120 მლ.
ბოსტნეულის ბულიონი – 500 მლ.
მარილი
დაღერღილი წიწაკა


 

მომზადების ინსტრუქცია

დავჭრათ ხახვი კუბებად და გახურებულ ცხიმიან ტაფაზე დავბრაწოთ. დავამატოთ პრასი და ბროკოლი, ცოტა ხანი დავბრაწოთ და დავასხათ დაახლოებით 200 მლ წყალი.

ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი და დავუმატოთ ტაფაში. როდესაც მასა მომზადდება და ცოტა გაგრილდება დავამატოთ ნიორი, მარილი და დაღერღილი წიწაკა, გადავიტანოთ ბლენდერში და ნაღებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ბოლოს ისევ დავაბრუნოთ ქვაბში და წამოვადუღოთ. სერვირებისას დავუმატოთ მობრაწული პრასი.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები