სტაფილოს კრემ-სუპი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

სტაფილოს კრემ-სუპი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

3 ს.კ ზეითუნის ზეთი

500 გ სტაფილო

200 გ კარტოფილი

1 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

½ ჩ.კ ძირა

½ ჩ.კ პაპრიკა

½ ჩ.კ კურკუმა

მწიკვი ხმელი ჯანჯაფილი

მწიკვი ჩილის ფანტელი

მარილი, პილპილი გემოვნებით

½ ჭიქა ნაღები ან ქოქოსის სასმელი ვეგანური ვერსიისთვის

½ - 1 ლიმონის წვენი

მომზადების ინსტრუქცია

ბოსტნეული დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ქვაბით გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ ჯერ ხახვი და ნიორი, მოვაყაროთ სანელებლები, ავურიოთ. შემდეგ ჩავყაროთ სტაფილო და კარტოფილი, ოდნავ რომ მოიბრაწება, ჩავასხათ ადუღებული წყალი (ან ბოსტნეულის ნახარში), რომ დაიფაროს ბოსტნეული. დავახუროთ თავზე და ვხარშოთ ბოსტნეულის მზადყოფნამდე. წვნიანი დავაბლენდეროთ და დავაბრუნოთ ქვაბში. ჩავასხათ ნაღები, ლიმონის წვენი, (სასურველ სისქეს ვარეგულირებთ ადუღებული წყლით) წამოვადუღოთ და მზადაა! მიირთვით ზეითუნის ზეთში შემწვარ პურის ნაჭრებთან ერთად.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები