ჭარხალი - 3 ცალი, საშუალო ზომის.
ხახვი - 50 გრ.
ნიორი - 1 კბილი
ჯანჯაფილი - 5 გრ.
ქოქოსის რძე - 120 მლ.
ქინძი - 20 გრ.
ზეთი - 40 მლ.
მარილი
ბექონდარა
წითელი დაღერღილი წიწაკა
ჭარხალი მოხარშეთ. მოხარშულ ჭარხალს გააცალეთ კანი და დაჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად.
ცალკე ქვაბში მობრაწეთ ხახვი და წვრილად დაკეპილი ნიორი. ხახვი, ნიორი და ჭარხალი კარგად მოშუშეთ და შემდეგ დაასხით წყალი, დაამატეთ მარილი, გახეხილი ჯანჯაფილი, დაღერღილი წიწაკა და ბექონდარა. დაახლოებით 10 წუთი ადუღეთ და გადმოდგით გაზქურიდან.
როდესაც გაგრილდება კარგად დააბლენდერეთ, დაამატეთ ქოქოსის რძე და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.
მიირთვით ცხელი.