კარაქი – 100 გრ.
ზეთი – 30 მლ.
თეთრი ხახვი – 6 ცალი
ნიორი – 1 თავი
ღვინო – 1 სუფრის ჭიქა
ლიმონი – 1 ს/კ
გუდის ყველი
ბაგეტის პური
პილპილი
მარილი
ნელ ცეცხლზე მოთავსებულ ტაფაზე გაადნეთ 100 გრამი კარაქი. დაჭერით ხახვი რკალებად და გადაიტანეთ ცხელ ტაფაზე, დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი და მოშუშეთ. ფერის შეცვლის შემდეგ, დაუმატეთ ღვინო, შემდეგ ბოსტნეულის ბულიონი. შეაზავეთ პილპილითა და მარილით. შემდეგ დაუმატეთ ერთი თავი დაჭყლეტილი ნიორი. რამდენიმე წუთი წამოადუღეთ და გადაიტანეთ თეფშზე. გემოვნებით შეგიძლიათ მოასხათ ერთი სუფრის კოვზი ლიმონი.
გახუხულ ბაგეტზე მოათავსეთ ყველი.