2 ც. შუშა კიტრი
400 გ მაწონი
2-3 ღერო მწვანე ხახვი
6-7 ღერო ტარხუნა
2 კბილი ნიორი
½ ლიმონის წვენი
½ ჩ.კ. მსხვილი მარილი
¼ მწვანე წიწაკა (სურვილისამებრ)
4 ც. მოხარშული კვერცხი
4 ჩ.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
1 პატარა კიტრი სერვირებისთვის.
ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ დაჭრილი კიტრი, მაწონი, დაჭრილი მწვანე ხახვი, ტარხუნის ფოთლები, ნიორი, ლიმონის წვენი, მარილი და სიცხარისთვის მწვანე წიწაკა. დაატრიალეთ ბლენდერი, ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, ჩააგდეთ ყინულის რამდენიმე კუბი და ხელახლა დაატრიალეთ. გასინჯეთ და შეუსწორეთ მარილი საჭიროებისამებრ. წვნიანი შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით ან მიირთვით მომენტალურად, გასაგრილებლად დაამატეთ ყინულის კუბები.
მასა გაანაწილეთ ჯამებში, ჩაყარეთ დაჭრილი კიტრი, ოთხად გაჭრილი მოხარშული კვერცხი, მოასხით ზეითუნის ზეთი - საზაფხულო, გამაგრილებელი, ნოყიერი წვნიანი მზადაა!