გამომცხვარი პომიდვრის წვნიანი

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 4

გამომცხვარი პომიდვრის წვნიანი

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

6 ცალი ვარდისფერი პომიდორი

2 ტკბილი წიწაკა პალერმო

2 წითელი ტკბილი წიწაკა

1 თავი ხახვი

1 თავი ნიორი

½ ლიმონის ცედრა და წვენი

3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი, დაღერღილი წიწაკა, ხმელი რეჰანი/ბაზილიკი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ნივრის თავი გადაჭერით, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, გაახვიეთ ფოლგაში და შედგით ღუმელში.
გათალეთ ლიმონი, ბოსტნეული დაჭერით, გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და რეჰანი, გამოაცხვეთ 20-30 წუთი.
გამომცხვარი ბოსტნეული გადაიტანეთ ბლენდერის ჭიქაში და დააქუცმაცეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გადაიტანეთ ქვაბში და წამოადუღეთ, გააზავეთ ცოტაოდენი ადუღებული წყლით, რომ მიიღოთ სასურველი კონსისტენცია. დაუმატეთ ლიმონის წვენი სურვილისამებრ.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები