ტკბილი წიწაკა ტკბილი პალერმო

რაოდენობა: 2 ც.

ტკბილი წიწაკა ტკბილი პალერმო

რაოდენობა: 2 ც.

პროდუქტი

პლანტას  ტკბილი წიწაკის შეფუთვაში ტკბილი პალერმოს  ჯიშის სხვადასხვა ფერის წიწაკაა - პალერმო (წითელი), იოსემიტე (ყვითელი) და ჩოკოლინი (ყავისფერი). 

ტკბილი პალერმოს სამივე ჯიში სიტკბოს განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამიტომ ეს წიწაკები განსაკუთრებით ტკბილი და გემრიელია. 

მათი უნიკალური ფერები კი თქვენს მიერ მომზადებულ ნებისმიერ კერძს სილამაზესა და მადისაღმძვრელობას შემატებს.

სასარგებლო თვისებები

წიწაკა დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემადგენლობის 92%-მდე წყალია. იმავდროულად ეს ბოსტნეული ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა. 

ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს, რაც ტკბილ წიწაკას საკვებ პროდუქტებში C ვიტამინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროდ აქცევს. 

იგი ასევე შეიცავს: B6, B9, K1, E, A ვიტამინებსა და კალიუმს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე: აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ერითროციტების ფორმირებას, უზრუნველყოფს ნერვების, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას, და მრავალი სხვა.

მოსავლის კალენდარი

  • იანვ
  • თებ
  • მარ
  • აპრ
  • მაი
  • ივნ
  • ივლ
  • აგვ
  • სექტ
  • ოქტ
  • ნოე
  • დეკ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები