6 ცალი მრგვალი ლავაში ან ტორტია
300 გ ყველი ჩედარი
1/3 ჭიქა შავი ლობიო (მოხარშული ან კონსერვირებული)
1/4 ჭიქა სიმინდი (მოხარშული ან კონსერვირებული)
1 წითელი ტკბილი წიწაკა
1 მწვანე ტკბილი წიწაკა
1 პომიდორი
1 ჰალაპენიო
3 ღერო მწვანე ხახვი
ტკბილი წიწაკები და პომიდორი დავჭრათ პატარა კუბებად, პომიდორს ამოვაცალოთ თესლები (შეგიძლიათ გადაინახოთ სხვა სადილისთვის).
ჰალაპენიო დავჭრათ რგოლებად (ნაკლები სიცხარისთვის ამოაცალეთ თესლები).
გავხეხოთ ყველი მსხვილ სახეხზე.
გავახუროთ ტაფა, დავდოთ ლავაში. ლავაშის ნახევარზე დავალაგოთ დაჭრილი ბოსტნეული, სიმინდი, ლობიო, დაჭრილი მწვანე ხახვი და ჰალაპენიო, მოვაყაროთ ყველი, გადავკეცოთ და უცხიმოდ გავაფიცხოთ ტაფაზე ორივე მხრიდან, ვიდრე ყველი არ დადნება და ლავაში არ მოიბრაწება.
მზა კესადია დავჭრათ სამკუთხედებად და მივირთვათ თბილი, არაჟნით ან გუაკამოლეთი.