მინი ტკბილი წიწაკა

წონა: 250 გ

მინი ტკბილი წიწაკა

წონა: 250 გ

პროდუქტი

პლანტას მინი ტკბილი წიწაკის შეფუთვაში 2 სხვადასხვა ჯიშის ტკბილი წიწაკაა - ზუპა (ყვითელი) და ტარტა (ნარინჯისფერი). 

ტკბილი წიწაკის ორივე ჯიში სიტკბოს განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამიტომ ეს წიწაკები განსაკუთრებით ტკბილი და გემრიელია. 

მინი ტკბილი წიწაკა იდეალური, მარტივი წასახემსებელია, რომელიც ბავშვებს თავისი პატარა ზომისა და მკვეთრი ფერების გამო ძალიან მოსწონთ.

მინი ტკბილი წიწაკა იდეალურია სალათების, დიპების და კერძებისთვის, რომელსაც იგი განსაკუთრებული გემოთი და ვიზუალით გაამდიდრებს. 

 

სასარგებლო თვისებები

წიწაკა დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემადგენლობის 92%-მდე წყალია. იმავდროულად ეს ბოსტნეული ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა. 

ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს, რაც ტკბილ წიწაკას საკვებ პროდუქტებში C ვიტამინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროდ აქცევს. 

იგი ასევე შეიცავს: B6, B9, K1, E, A ვიტამინებსა და კალიუმს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე: აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ერითროციტების ფორმირებას, უზრუნველყოფს ნერვების, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას, და მრავალი სხვა.

მოსავლის კალენდარი

  • იანვ
  • თებ
  • მარ
  • აპრ
  • მაი
  • ივნ
  • ივლ
  • აგვ
  • სექტ
  • ოქტ
  • ნოე
  • დეკ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები