100 გ მოხარშული ქინოა
200 გ პომიდორი ჩერი
4 ც სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა
1 ავოკადო
4 ც მინი კიტრი
½ კონა ოხრახუში
3 ღერო მწვანე ხახვი
2 ს.კ. მზესუმზირა
3 ს.კ. გოგრის თესლი
1 წითელი ცხარე წიწაკა
100 გ სალათის ფოთოლი
½ ლიმონის წვენი
30 მლ ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით
მოზრდილ ჯამში მოვათავსოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ბოსტნეული, დავამატოთ მოხარშული ქინოა, მზესუმზირა და გოგრის გული, შევაზავოთ მარილით, პილპილით, ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით. კარგად ავურიოთ.
შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დამოუკიდებლად, ისე ლავაშითა და მაწვნის სოუსით.
მიუხედავად მცენარეული შემადგენლობისა, ეს სალათა მდიდარია პროტეინით. ქინოას, ავოკადოს და თესლების დამატებით ვიღებთ ნოყიერ, ნუტრიენტებით და ვიტამინებით მდიდარ კერძს, ლანჩის შესვენებაზე თუ ვარჯიშის შემდგომ წასახემსებლად.