საკვების მომზადების მეთოდი გავლენას ახდენს მის ნუტრიციულ ღირებულებაზე. ზოგადად, თუ გსურთ რომ ბოსტნეულისგან მაქსიმალურად მეტი ენერგია და ვიტამინი მიიღოთ, უმჯობესია ის უმად მიირთვათ. რა თქმა უნდა, იგულისხმება ის ბოსტნეული, რომლის უმად მიღება დაშვებულია და სასარგებლოდ ითვლება. მაგალითად, უმად შეგიძლიათ მიირთვათ კიტრი, პომიდორი, სტაფილო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, მწვანილები და ა.შ. თუმცა, თუ ზოგიერთი უმი ბოსტნეულის ჭამას არ ხართ მიჩვეული, თავიდან შეიძლება ცოტა უცნაური შეგრძნებები გქონდეთ მუცლის ღრუში. ამიტომ აჯობებს მცირე რაოდენობის მიღებით დაიწყოთ, რომ კუჭი მიეჩვიოს. დოზა შეგიძლიათ ნელ-ნელა გაზარდოთ. ამით საკვებისგან მიღებული ნუტრიციული ღირებულებაც გაიზრდება.
რატომ ჯობს ცოცხალი ბოსტნეული მოხარშულს?
- ბოსნტეულის მაღალ ტემპერატურაზე მომზადების დროს იკარგება ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელების პროცესს
- ბოსნტეულის მომზადების დროს მცირდება ვიტამინების და მინერალების შემცველობა
- ცოცხალი ბოსტნეულის მიღება ბევრად მეტ ენერგიას გმატებთ, ვიდრე თერმულად დამუშავებულის
ეს არ ნიშნავს, რომ რომ მომზადებული ბოსტნეული ნუტრიციულად უვარგისია, ის მაინც ინარჩუნებს სხვადასხვა სასარგებლო თვისებას. უფრო მეტიც, ბოსტნეურლი რომელიც უმად არ იჭმევა, მომზადებისას უფრო მეტ სასარგებლო თვისებას იძენს. მაგრამ, თუ ბოსტნეულს საჭიროზე მეტი დროის განმავლობაში ვხარშავთ, შეიძლება სასარგებლო თვისებები დაიკარგოს. მაგალითად, თუ ბროკოლს უმად ვერ მიირთმევთ, შეგიძლია ადუღებულ წყალში მოათავსოთ და 2-3 წუთი ხარშოთ. ამგვარად მისი სასარგებლო თვისებები არ დაიკარგება და მისი მიღებაც უფრო სასიამოვნო გახდება.