პლანტას ბაღის კიტრი გამორჩეულად გემრიელი და ხრაშუნა კიტრია. აქვს გლუვი ზედაპირი და სასიამოვნო, მყარი ტექსტურა. ბაღის კიტრი იდეალურია როგორც სალათების, ისე სმუზებისა და დიპების მოსამზადებლად.
კიტრი დაბალკალორიული პროდუქტია და, იმავდროულად, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. უხვად შეიცავს: ბოჭკოს, ცილას, ნახშირწყლებს, C და K ვიტამინს, ასევე მაგნიუმს, მანგანუმს და კალიუმს.
კიტრის შემადგენლობაში 95%-მდე წყალია, ამიტომ ის ორგანიზმის ჰიდრატაციისა და მავნე ტოქსინების გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა. ასევე, კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვის.