ბოსტნეულის მინი-სენდვიჩები

  • 45 წუთი
  • საშუალო
  • 5

ბოსტნეულის მინი-სენდვიჩები

  • 45 წუთი
  • საშუალო
  • 5

ინგრედიენტები

ტოსტის პური (თეთრი და შავი)

5 ც. კვერცხი 

4 ც. ფერადი ტკბილი წიწაკა 

2 ც. წითელი ტკბილი წიწაკა 

500 გ ნაირფერი ჩერი პომიდორი

2 ც. ავოკადო 

5 ც. კიტრი 

2 ც. ლიმონი 

ბერძნული ყველი (მყარი)

400 გ კრემყველი 

ბაზილიკი

კამა

ხმელი ორეგანო

100 გ ზეითუნის ზეთი 

მარილი და პილპილი გემოვნებით

სერვირებისთვის: 

9 ც. მწყერის კვერცი

დრესინგი

დავჭრათ პური კვერცხის ფორმის საჭრელით.
წვრილად დავჭრათ კიტრი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, მოხარშული კვერცხი და ყველი. პომიდორი და კიტრი ცალ-ცალკე ჩავაწყოთ ზეითუნის ზეთის, ხმელი ორეგანოს და ლიმონის წვენში. 

წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს დავუმატოთ კრემყველი, კამა, ბაზილიკი და გავანაწილოთ პურის ზედაპირზე. მონაცვლეობით დავამატოთ დამარინადებული ბოსტნეულიც.

სრვირებისთვის გამოვიყენოთ ბაზილიკის ფოთლები და მოხარშული მწყერის კვერცხები.

გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები