პლანტას კიტრი დელიკატეზა საშუალო ზომის, გამორჩეულად გემრიელი და წვნიანი კიტრია. აქვს გლუვი ზედაპირი და სასიამოვნო, ხრაშუნა ტექსტურა. კიტრი დელიკატეზა ჯანსაღი ხემსია, ზრდასრულებისთვისაც და პატარებისთვისაც.
კიტრი დაბალკალორიული პროდუქტია და, იმავდროულად, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. უხვად შეიცავს: ბოჭკოს, ცილას, ნახშირწყლებს, C და K ვიტამინს, ასევე მაგნიუმს, მანგანუმს და კალიუმს.
კიტრის შემადგენლობაში 95%-მდე წყალია, ამიტომ ის ორგანიზმის ჰიდრატაციისა და მავნე ტოქსინების გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა. ასევე, კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვის.