8 ცალი მინი კიტრი ან 4 ცალი შუშა კიტრი
1 კბილი გახეხილი ნიორი
2 ს.კ. ჩილის ზეთი
1 ს.კ. ძმარი
მწიკვი მსხვილი მარილი
ჩილის ზეთისთვის დაგჭირდებათ:
¼ ჭიქა ნეიტრალური გემოს ზეთი
1 ჩ.კ. გახეხილი კოჭა
2 კბილი გახეხილი ნიორი
3 ს.კ. ჩილის ფანტელები
1 ს.კ. სეზამის თესლი
⅓ ჩ.კ. მარილი
ჩილის ზეთის მოსამზადებლად, პატარა ქვაბში შეაცხელეთ ზეთი, რომ გაიგოთ ზეთი ავიდა თუ არა საჭირო ტემპერატურამდე, ჩაყავით ხის წკირი, თუ ირგვლივ პატარა ბუშტებს გაიკეთებს, ზეთი ცხელია და გადმოდგით გაზქურიდან. ცხელ ზეთში ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი, აურიეთ და გააგრილეთ.
სალათის მოსამზადებლად მინი კიტრი გაჭერით ორ ნაწილად, შუშა კიტრი კი 3 ან 4 ნაწილად. მოზრდილი, განიერი დანით დააწექით თითოეულ ნაჭერს და დაამტვრიეთ. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ, გემრიელად მიირთვით.