ბროკოლი - 1 პატარა თავი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
სტაფილო - 4ც.
სატაცური - 300 გ
პომიდორი - 400 გ
ფერადი ტკბილი წიწაკა - 3/4 ც.
კიტრი - 2/3 ც.
კუსკუსი - 250 გ
მწიკვი მარილი
დაღერღილი წიწაკა - გემოვნებით
გამომშრალი შაშკვლავი და დაფქული ტკბილი წიწაკა - გემოვნებით
ლაიმი - 1 ც.
შავი პილპილი - გემოვნებით
თხის ყველი - 100 გ
დიჟონის მდოგვი - 1 ს.კ.
ზეითუნის ზეთი - 1/3 ჩ.ჭ.
სოიოს სოუსი - 2 ს.კ.
ლიმონი - 1 ც.
თაფლი - 1 ჩ.კ.
ვაშლის ძმარი - 3 ს.კ.
გახურებულ ტაფაზე მოიყვანეთ სატაცური და გრძლად დაჭრილი სტაფილო. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. მალევე მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და მობრაწეთ სატაცური და სტაფილო ისე, რომ ძალიან არ დარბილდეს და შეინარჩუნოს ვიტამინები. გადმოიღეთ სასალათე თასში.
ამასობაში წვრილად დაჭერით ბროკოლის თავები, ისე რომ მიიღოთ საფანელივით მასა, დაყარეთ პერგამენტზე და შეასუნელეთ დაფქული ტკბილი წიწაკით, პილპილით, მარილით და გამომშრალი შაშკვლავით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, სრულ გამოშრობამდე.
საშუალო ზომებად დაჭერით ყვავილოვანი კომბოსტო და 2-3 წუთის განმავლობაში მოწალეთ ადუღებულ, მარილიან წყალში. გახეხეთ კიტრი კანიანად (უმჯობესია გული ამოუღოთ), მოაყარეთ ცოტა მარილი რომ ზედმეტი სითხე კარგად გამოუშვას, გაწურეთ კარგად და გადაიტანეთ უკვე მომზადებულ ბოსტნეულთან ერთად ჯამში.
წვრილად დაჭერით სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა და აურიეთ ერთ ჭიქა კუსკუსში. მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ დაღერღილი წიწაკა და კარგად ამოურიეთ რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს. დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, მოასხით ლაიმის წვენი და ნახევარი ლაიმი ჩადეთ მასის შუაში. გადააკარით სამზარეულოს პარკი და დააყოვნეთ 10-15 წუთი, სითხის სრულ შეწოვამდე.
ფერადი ჩერი პომიდორი დაჭერით შუაზე და მოამზადეთ სალათზე მოსაყრელად.
ბოლოს მოამზადეთ საკმაზი სალათისთვის. შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი, თაფლი, სოიოს სოუსი, დიჟონის მდოგვი და პილპილი.
მზა ბოსტნეული კარგად გადაურიეთ თასში, მოასხით საკმაზი და მოაყარეთ მოხალული ნიგოზი, პომიდორი, გამომშრალი ბროკოლი და ყველი.