სეზონურად პლანტას ასორტიმენტს ქართული, პრემიუმ ხარისხის სატაცური ემატება.
სატაცური ძალიან სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი ბოსტნეულია, რომლითაც არომატული კერძების და გარნირების მომზადებაა შესაძლებელი.
სატაცური საკმაოდ დაბალკალორიული, და, იმავდროულად, A, C, K ვიტამინებით, ფოლიუმითა და უჯრედისით მდიდარი ბოსტნეულია.
სატაცური განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულებისთვის, რადგან სულ რაღაც 100 გ სატაცური მათთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტის, ფოლიუმის, დღიური ნორმის 34%-ს შეიცავს.