გამომცხვარი სატაცური ნაირფერი ჩერით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

გამომცხვარი სატაცური ნაირფერი ჩერით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

700 გ სატაცური

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

500 გ ნაირფერი ჩერი პომიდორი

2 კბილი ნიორი

3 ღერო ცოცხალი შაშკვლავი

50 გ პარმეზანი

1/2 ლიმონის ცედრა

მარილი

პილპილი

მომზადების ინსტრუქცია

ვაცხელებთ ღუმელს 200 გრადუსზე.
სატაცურს ვაჭრით უხეშ ღეროებს, საჭიროებისამებრ ვთლით ბოლოებს სათლელით და ვათავსებთ საცხობ ლანგარზე, მოვაყრით მარილს, პილპილს, მოვასხამთ ზეთს და ვაცხობთ ღუმელში 15-20 წუთი.
ვაცხელებთ ტაფას, ვასხამთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს და ვშუშავთ 2 კბილ გაჭყლეტილ ნიორს.
ვჭრით პომიდვრებს ორად და ვამატებთ ტაფაზე. ვურევთ ინტენსიურად, პომიდორი უნდა მოიშუშოს და ოდნავ მოიბრაწოს. ვაყრით მარილს და პილპილს გემოვნებით.
გამომცხვარი სატაცური გადმოგვაქვს ლანგარზე, ვაყრით პომიდორს (ნივრის გარეშე), მოვახეხავთ ყველს და ლიმონის ცედრას, მოვაყრით მწვანილს. ცხელი კერძი შეგიძლიათ მიირთვათ დამოუკიდებლად და ასევე გარნირად. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები