პლანტას მუქი წითელი ფერის ჩერი პომიდორი „რედერი“ გამორჩეულად არომატული, ტკბილი და ხრაშუნა
ჩერი პომიდორი ჯანსაღი ხემსია, თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის. ჩერი პომიდვრისგან ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი სალათები და სხვა კერძები. პლანტა ჩერი პომიდვრის კერძების მრავალფეროვან რეცეპტებს გთავაზობთ.
ჩერი პომიდორი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, რაც მნიშვნელოვანი ნუტრიენტი და ანტიოქსიდანტია. ჩერი პომიდორი ასევე მდიდარია ლიკოპენით, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს თრომბების წარმოქმნისა და იშემიური ინსულტის რისკებს. ლიკოპენი მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვისაც და განსაკუთრებით სასარგებლოა ოსტეოპოროზის რისკის მქონე ქალებისთვის.
ჩერი პომიდორი ასევე უხვად შეიცავს B და K ჯგუფის ვიტამინებს. ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს