ჩერი პომიდვრის მაფინები

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 12

ჩერი პომიდვრის მაფინები

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 12

ინგრედიენტები

მშრალი ინგრედიენტები:

50 გ დაფქული წიწიბურა

50 გ დაფქული ბრინჯი

50 გ დაფქული ფეტვი

30 გ ნუშის ფქვილი

20 გ ქოქოსის ფქვილი ან სახამებელი (ორივე კარგია ცომში სითხის ამოსაშრობად)

1 ჩ.კ. სოდა

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 ჩ.კ. სუმახი  (დაფქული კოწახური, ან რაიმე სხვა სანელებელი სურვილისამებრ)

½ ჩ.კ. მარილი

 

სველი ინგრედიენტები:

2 ს.კ. დაფქული სელი + 6 ს.კ. წყალი (გააჩერეთ 10 წთ. რომ შესქელდეს)

250 გ წყალი

50 გ ზეითუნის ზეთი

1 ც. ლიმონის ცედრა

1 ც გახეხილი ყაბაყი

1 ჭ. ოთხად გაჭრილი ჩერი პომიდორი

1 მუჭა დაჭრილი შაშკვლავი

მომზადების ინსტრუქცია

მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ჯამში, დაუმატეთ სველი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი.

შეურიეთ ჩერი პომიდორი და შაშკვლავი. 

ცომი ჩადეთ სილიკონის ფორმებში და გამოაცხვეთ ღუმელში 180-200 გრადუსზე,  20-30 წუთით. შეგრილებულ მაფინს წაუსვით ქეშიუს კრემ-ყველი ან უბრალოდ გადაასხით ზეითუნის ზეთისა და ძმრის ნარევი, მორთეთ ჩერი პომიდვრებითა და შაშკვლავის ფოთლებით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები