სალათა კოქტეილ პომიდვრებით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

სალათა კოქტეილ პომიდვრებით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

კოქტეილ პომიდორი - 80 გრ.

იისფერი კომბოსტო - 60 გრ.

1/2 ლიმონის წვენი

ზეითუნის ზეთი- 40 მლ.

თაფლი - 1 ჩაის კოვზი

ჯანჯაფილი (გახეხილი) - 2 გრ.

მოცარელას ბურთები - 5-6 ცალი

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

ბოსტნეული გაასუფთავეთ და დაჭერით - კოქტეილ პომიდვრები გაჭერით შუაზე, იისფერი კომბოსტო კი სასურველია მოგრძო ნაჭრებად დაჭრათ.

შემდეგ მოამზადეთ სოუსი - ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი ერთმანეთში გადაურიეთ, დამაატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 გრამი გახეხილი ჯანჯაფილი, ცოტაოდენი მარილი და დაღერღილი წიწაკა.

მოათავსეთ ყველა ბოსტნეული ჯამში და მოასხით სოუსი. კარგად ამოურიეთ, დაამატეთ მოცარელას ბურთები და გემრიელად მიირთვით!


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები