კოქტეილ პომიდორი

წონა: 500 გ

კოქტეილ პომიდორი

წონა: 500 გ

პროდუქტი

პლანტას კოქტეილ პომიდორი ტატამის ჯიშის პომიდორია. კოქტეილ, ანუ პატარა ზომის, პომიდვრის ეს ჯიში განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ახასიათებს ტკბილი გემო, შესანიშნავი არომატი, თხელი კანი და საუცხოო მუქი ვარდისფერი კანის ფერი. 

კოქტეილ პომიდორი ჯანსაღი ხემსია, თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის. მისგან ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი სალათები და სხვა კერძები.

 

სასარგებლო თვისებები

პომიდორი შეიცავს ოთხივე ძირითად კაროტინოიდს: ალფა და ბეტა კაროტინებს (ისინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნებიან), ლუტეინსა (მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში) და ლიკოპენს.

პომიდორი განსაკუთრებით მდიდარია E და C ვიტამინებით. 

შეიცავს კალიუმს, K1 ვიტამინსა და ფოლატს. ფოლატი პასუხისმგებელია უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორიცაა უჯრედების დაყოფა და ზრდა და დნმ-ის სინთეზი. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმე ქალებისთვის.

 

მოსავლის კალენდარი

  • იანვ
  • თებ
  • მარ
  • აპრ
  • მაი
  • ივნ
  • ივლ
  • აგვ
  • სექტ
  • ოქტ
  • ნოე
  • დეკ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები