გალეტის ცომისთვის დაგჭირდებათ:
100 გ ცივი კარაქი
200 გ ფქვილი
½ ჩ.კ შაქარი
⅓ ჩ.კ მარილი
⅓ ჭიქა წყალი
სხვა მასალა:
400 გ ვარდისფერი პომიდორი, რომაული პომიდორი ან კოქტეილ პომიდორი (ან სამივე სახეობის).
80 გ ისპანახი
150 გ იმერული ყველი
1 ს.კ ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
ცომის მოსამზადებლად აურიეთ მშრალი ინგრედიენტები, დაუმატეთ ცივი, კუბებად დაჭრილი კარაქი, დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა – ხელით ან ჩოპერით.
დაასხით ⅓ ჭიქა ცივი წყალი და სწრაფად შეკარით ცომი, არ მოზილოთ, როგორც კი შეერთდება ინგრედიენტები გადაფუთეთ საკვებ პარკში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. ეს ცომი მაცივარში ინახება 3 დღის განმავლობაში ან საყინულეში 1 თვემდე.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
გააბრტყელეთ ცომის გუნდა ფქვილის დახმარებით ან ორ საცხობ ქაღალდს შორის, დაახლოებით 3 მმ სისქეზე. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც წინასწარ დააფენთ საცხობ ქაღალდს და გააგრძელეთ აწყობა – ცომს დააყარეთ გახეხილი ყველი, შემდეგ კარგად გამშრალი, დაჭრილი ისპანახის ფოთლები, სულ ბოლოს რგოლებად დაჭრილი პომიდორი. Მოასხით ზეითუნის ზეთი, Მოაყარეთ მარილი, პილპილი და აუკეცეთ გვერდები. Შედგით გამოსაცხობად 40-50 წუთი, ან ვიდრე გალეტი არ შეწითლდება.
მიირთვით თბილი.