სტაფილოს სუფლე

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 2

სტაფილოს სუფლე

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 2

ინგრედიენტები

სტაფილო – 450 გრ.
ნაღები 33 პროცენტიანი – 300 მლ.
კვერცხი – 3 ცალი
შაქარი – 150 გრ.
ფქვილი – 150 გრ.
გამდნარი კარაქი – 50 გრ.
შაქრის პუდრი ზემოდან მოსაყრელად
ვანილი 1 შეკვრა ან ექსტრაქტი 5-6 წვეთი
დარიჩინის პუდრი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

გახეხეთ სტაფილო და ნაღებთან ერთად კარგად დააბლენდერეთ. გადაწურეთ საცერში, დაუმატეთ გათქვეფილი 3 კვერცხის გული, ფქვილი, გამდნარი კარაქი, ვანილი დარიჩინი. დარჩენილი 3 კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ ფაფუკი ბეზეს კონსისტენციის მიღებამდე და ისიც დაუმატეთ სტაფილოს მასას.

ფორმებს წაუსვით ცოტაოდენი კარაქი, მოათავსეთ სტაფილოს მასა ფორმებში და გამოაცხვეთ 165 გრადუსზე, დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში.

ოდნავ შეგრილებულ მზა სუფლეს მოაყარეთ შაქრის პუდრა. 


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები