2 ავოკადო
800 გ კოქტეილ პომიდორი
3 ს.კ კრემყველი
½ ლიმონის წვენი
მარილი, პილპილი გემოვნებით
მწიფე ავოკადოს ამოვუღოთ რბილობი და ჩანგლით დავანაწევროთ, დავუმატოთ კრემყველი, მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი, ავურიოთ და გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.
პომიდვრებს მოვაჭრათ თავი და გავათავისუფლოთ რბილობისგან (შევინახოთ სხვა კერძისთვის).
პომიდვრებში გავანაწილოთ ავოკადოს კრემი, სურვილისამებრ მოვრთოთ სალათის ფოთლებით და მწვანილებით