პურის ფქვილი (პიცის ფქვილი) 500 გრ
მშრალი საფუარი 12 გ
თბილი წყალი 400 მლ
თაფლი 1სკ
ზეითუნის ზეთი 25 მლ
მარილი 1 1/2 ჩკ
ზედაპირისთვის:
ზეითუნის ზეთის და წყლის ნაზავი 4/2 სკ
ნაირფერი ჩერი პომიდვრები
ფერადი ტკბილი წიწაკა
ჰალაფენიო
ნაძვის ან როზმარინს მწვანე ტოტები
სეზამის მარცვლები
წითელი მოცხარი
უხეში მარილი
თაფლს და საფუარს ვხსნით თბილ წყალში. ვაყოვნებთ 10 წუთი. ვცრით ფქვილს და ვამდიდრებთ ჟანგბადით. ამოფუებული თხევადი მასა გადაგვაქვს ფქვილიან თასში, ვამატებთ ზეთს და მარილს. ვზელთ 5-10 წუთი.
თასს, სადაც უნდა დაისვენოს ცომმა და ცომის ზედაპირს აუცილებლად ვამუშავებთ ზეთით, რომ ცომი არ მიიკრას.
1 ეტაპი: 30 წთ ოთახის ტემპერატურაზე ვაყოვნებთ ცომს.
2 ეტაპი: ცომს გადავზელთ ზეთიანი ხელებით, ოთხად გადავკეცავთ და ისევ 2 საათით ვასვენებთ, სანამ კარგად არ აფუვდება.
3 ეტაპი: გადაგვაქვს ზეთით დამუშავებულ საცხობ ფორმაში, თითებით ვუკეთებთ ნაჭდევებს, ვასხავთ ზეთის და წყლის ნაზავს და ვიწყებთ მორთვას.
ზედაპირისთვის ვიყენებთ ბოსტნეულს და ფანტაზიას.
ვაცხობთ 180 გრადუსზე, 25-30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით