ფქვილი – 200 გრ.
კარაქი – 130 გრ.
მდოგვი დიჟონი – 30 გრ.
კვერცხი – 3 ცალი (1 კვერცხი ცომისთვის, 1 მთელი და 1 გული შიგთავსის მოსამზადებლად)
ყველი გაუდა – 50 გრ.
ჩერი პომიდორი წითელი – 60 გრ.
ჩერი პომიდორი ყვითელი – 50 გრ.
ნაღები – 125 მლ.
პილპილი – 3 გრ.
მარილი – 3 გრ.
პირველ რიგში ვამზადებთ ცომს, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ ცივი, მაგარი კარაქი. კარაქი უნდა გახეხოთ და შეურიოთ ფქვილში. ფქვილით და კარაქით უნდა მივიღოთ ფხვიერი მასა, ამიტომ თითებით მსუბუქად უნდა შევურიოთ კარაქი ფქვილს. ამ მასაში ვამატებთ კვერცხს, დიჟონის მდოგვს და მარილს. კარგად გადავზილავთ, გადავიტანთ მაგიდაზე და გავაბრტყელებთ 0,5 სმ სისქეზე. გაბრტყელებული ცომი მოვათავსოთ ტარტის ფორმაში ან ნებისმიერ საცხობ ფორმაში, რომელსაც ძირი მარტივად ეხსნება და ვაცხობთ 12 წუთის განმალობაში 170 გრადუსზე.
პარალელურად, დავიწყოთ შიგთავსის და სოუსის მომზადება.
შიგთავსისათვის: დაჭერით ფერადი ჩერი პომიდვრები სასურველი ზომის და ფორმის ნაჭრებად.
სოუსისთვის კი ნაღები, ერთი სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი და ერთი მთელი და ერთი კვერცხის გული მარილთან და პილპილთან ერთად კარგად გადაურიეთ.
როდესაც ქიშის ძირი გამოცხვება კარგად გავაგრილოთ, ჩავალაგოთ დაჭრილი პომიდვრები, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი გაუდა და ისევ შევდგათ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთით, უკვე 160 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!