ვაშლის ღვეზელი

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 6

ვაშლის ღვეზელი

  • 50 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

ვაშლი – 4-5 ცალი
1 ცალი ლიმონის ცედრა
ფქვილი – 300 გრ.
კარაქი – 250 გრ.
შაქარი – 50 გრ.
კვერცხი – 1 ცალი
დარიჩინი – 5 გრ.
თაფლი – 30 გრ.
ვანილი- 30 გრ.
წყალი – 3 სუფრის კოვზი
მწიკვი მარილი

მომზადების ინსტრუქცია

გაყინული კარაქი სახეხზე გავხეხოთ და შემდეგ ფქვილთან ერთად გავაფხვიეროთ. დავამატოთ შაქარი და 3 სუფრის კოვზი წყალი, კარგად გადავზილოთ და გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად: 1 ნაწილი გავაბრტყელოთ დაახლოებით 0,5 სმ. სისქეზე და ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში, გადავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ ღუმელში 12 წუთით 170 გრადუსზე.


სანამ ღვეზელის ძირი ცხვება მოვამზადოთ შგთავსი: ამისათვის ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ კუბებად. ტაფაზე დავყაროთ დაახლოებით 40 გრ. შაქარი დაველოდოთ გადნობას და შეოქროსფერებას. შემდეგ დავუმატოთ კარაქი, თაფლი, დარიჩინი და ბოლოს, დაჭრილი ვაშლი. კარგად მოვთუშოთ და დავამატოთ ვანილი. მიღებული მასა და გამომცხვარი ღვეზელის ძირიც გავაგრილოთ, რის შემდეგაც გადავიტანოთ ვაშლის შიგთავსი ბისკვიტზე. ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და სწორ ხაზებად დავჭრათ. სურვილისამებრ დავალაგოთ ღვეზელს თავზე, ზიგზაგურად, რომბების ფორმით ან უბრალოდ პარალელურ ზოლებად. შემდეგ, გადავუსვათ ცომის ნაჭრებს კვერცხის გული, მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი.

შევდგათ ღუმელში, დაახლოებით 27-30 წუთით 170 გრადუსზე.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები