გალა მოყვითალო მონარინჯისფრო ვაშლია წითელი შეფერილობით. ვაშლის ამ ჯიშს თხელი კანი და საოცრად არომატული გემო გამოარჩევს. ეს გამორჩეულად ხრაშუნა, ტკბილი და წვნიანი ვაშლის ჯიშია.
პლანტას ვაშლი გალა მოყვანილია საქართველოში, Global Gap-ის სერტიფიკატის მქონე ხეხილის მეუნრეობაში „ტირიფონის ბაღები“.
ვაშლი გამორჩეულია უჯრედისის და С ვიტამინის მაღალი შემცველობით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არაერთი ანტიოქსიდანტია. ის ძალიან დაბალკალორიული ხილია და, იმავდროულად, საკმაოდ ნოყიერიც.
არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ვაშლი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერების მტკიცებით, ვაშლი ასევე ძალიან სასარგებლოა ფილტვების, ძვლების, ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. ვაშლის რეგულარული მიღება რეკომენდებულია ასთმით დაავადებული ადამიანებისთვისაც.
ვაშლის შემადგენლობაში ძირითადად წყალი და ნახშირწყლები შედის. მასში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის გლუკოზა, ფრუქტოზა და საქაროზაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს – 34-38 (ანუ სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას არ იწვევს).