ვაშლის დესერტი გამოცხობის გარეშე

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

ვაშლის დესერტი გამოცხობის გარეშე

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

ვაშლი – 5-6 ცალი

დარიჩინი- ¼ ჩაის კოვზი

მუსკატი -¼ ჩაის კოვზი

თაფლი – 2 სუფრის კოვზი

ვანილი -1 შეკვრა

ნიგოზი – 60 გრამი

ნაღები – 33 პროცენტიანი – 250 მლ.

ლიმონი- 2- ცალი  (ცედრა)

კარაქი – 50 გრ.

მომზადების ინსტრუქცია

ვაშლი გათალეთ და საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.

გახურებულ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და დაყარეთ დაჭრილი ვაშლი. როდესაც ვაშლი კარგად დაიბრაწება, მოახეხეთ დარიჩინის ჩხირი, დაამატეთ თაფლი, ცოტაოდენი მუსკატი, მსხვილად დაკეპილი ნიგოზი და მოასხით ლიმონის წვენი. შეგიძლიათ ლიმონის ცედრაც მოახეხოთ.

ცალკე ჯამში ამოიყვანეთ ნაღები, დაამატეთ ცოტაოდენი ვანილი და შაქრის ფხვნილი. 

ფიალაში ფენებად მოათავსეთ ვაშლი, შემდეგ ნაღების კრემი, ისევ ვაშლი, შემდეგ ნაღები და ა.შ. ფორმირებული დესერტი მოათავსეთ მაცივარში, კარგად გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები