მშრალი ინგრედიენტები:
100გ ფქვილი (50გ შვრია და 50გ წიწიბურა)
1ჩკ საცხობი სოდა
მწიკვი მარილი
1ჩკ დარიჩინი
სველი ინგრედიენტები:
40გ ნეკერჩხლის სიროფი
50გ გახეხილი ვაშლი
50გ სოიოს რძე
25გ ზეითუნის ზეთი
1სკ ლიმონის წვენი
70გ წვრილად დაჭრილი ვაშლი
მოსართავად, გამოცხობის შემდეგ:
2-3 სკ ნუშის კარაქი ან ტაჰინი მოსასხმელად
1ჩკ ქოქოსის ფქვილი (შაქრის ნაცვლად)
ღუმელი გაახურეთ 190 გრადუსზე.
ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე - სველი ინგრედიენტები. მშრალ ინგრედიენტებს ნელ-ნელა დაუმატეთ სველი ინგრედიენტების მიქსი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აცხვეთ 10-12 წუთი. გააგრილეთ და შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში.
მირთმევამდე გადაუსვით თქვენი საყვარელი თხილეულის კარაქი ან მოასხით ნეკერჩხლის სიროფი და მოაყარეთ ქოქოსის ფქვილი.