მაწვნის ნაყინი მაყვლით

  • 8 საათი
  • მარტივი
  • 10

მაწვნის ნაყინი მაყვლით

  • 8 საათი
  • მარტივი
  • 10

ინგრედიენტები

200 გ მაყვალი

50 გ შაქარი

½ ლიმონი

400 გ მაწონი

100 გ შაქარი

100 მლ წყალი

მომზადების ინსტრუქცია

მაყვალი, 50 გ შაქარი და ლიმონის წვენი ქვაბით შემოდგით ქურაზე. ადუღეთ 5 წუთი. მასა დააბლენდერეთ და გაატარეთ საწურში, მაყვალს უხეში წიპწები აქვს. 

100 გ  შაქარი და 100 მლ წყალი წამოადუღეთ, ადუღეთ 5 წუთი, ისე რომ შაქარი სრულად  გაიხსნას. 

როდესაც შაქარის სიროფი გაგრილდება, ჩაასხით მაწონში და კარგად ათქვიფეთ.

ნაყინის ყალიბებში მონაცვლეობით გაანწილეთ მაწვნის და მაყვლის მასები. გაყინეთ 6-7 საათი. 

ნაყინი ინახება 2 თვემდე. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები