ჯანჯაფილის კანფეტები

  • 2 საათი
  • საშუალო

ჯანჯაფილის კანფეტები

  • 2 საათი
  • საშუალო

ინგრედიენტები

200გ ნედლი ჯანჯაფილი

100გ დამატკბობელი (სტანდარტულად შაქარი ან ქსილიტონი-ერითრითოლი - დიაბეტური ვერსიისთვის)

250გ წყალი (დაახლოებით)

50გ ქოქოსის ფქვილი ან ისევ დამატკბობელი (ამოსავლებად)

მომზადების ინსტრუქცია

ჯანჯაფილის კანფეტები ტკბილ-მწარე  ჩაროზია. უხდება ყავას, ყველის დაფას და, ასევე, საოცრად პიკანტურ გემოს იძლევა ცხობაში ინგრედიენტად გამოყენებისას. უგემრიელესია შოკოლადში ამოვლებულიც.

ჯანჯაფილის კანფეტების სახლში დამზადება საკმაოდ ადვილია, თუმცა მოითხოვს ნებისყოფას და რამდენიმე საათიან ლოდინს.

მომზადების წესი:

ჯანჯაფილი გაფრცქვენით, დანით ჩამოფხიკეთ კანი და დაჭერით პატარა კუბებად. ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ჯანჯაფილი, დაუმატეთ დამატკბობელი და დაამატეთ წყალი ისე, რომ ნაჭრები ბოლომდე დაიფაროს. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. ადუღეტ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი, სანამ წყალი არ ამოშრება. პერიოდულად მოურიეთ და აკონტროლეთ, რომ არ მიიკრას. 

როდესაც წყალი დაშრება ჯანჯაფილის ნაჭრები გადმოიღეთ ჩანგლით, ისე რომ სითხე არ გადმოყვეს და გააგრილეთ. შეგრილებული ნაჭრები ამოავლეთ დამატკბობელში ან ქოქოსის ფქვილში.

მზა კანფეტები შეგიძლიათ შეინახოთ შუშის ქილაში მთელი ზამთარი. ეს ნუგბარი საუკეთესო საახალწლო საჩუქარის იქნება.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები