ჟოლოს ტირამისუ

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ჟოლოს ტირამისუ

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

ბისკვიტის დასანამი სითხე:

100 გ ჟოლო

300 მლ წყალი

40 გ შაქარი

½ ლიმონის წვენი

 

კრემი:

200 გ მასკარპონე

300 გ ნაღები (33%)

60 გ შაქრის პუდრი

1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი ან პასტა

 

სხვა მასალა:

20 გ კაკაო

24 ც. მზა სავოიარდის ორცხობილა

200 გ ჟოლო

შაშკვლავის ფოთლები სურვილისამებრ

მომზადების ინსტრუქცია

დასანამი სითხე:

დავჭყლიტოთ ჟოლო და მოვათავსოთ ქვაბში. დავუმატოთ წყალი, 40 გ შაქარი და ½ ლიმონის წვენი. შემოვდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 3 წუთი. გავაგრილოთ და გადავწუროთ. დაგვჭირდება მხოლოდ სითხე. 

კრემი:

ცივი ნაღები ავთქვიფოთ ფაფუკი მასის მიღებამდე, დავუმატოთ შაქრის პუდრი, მასკარპონე და ვანილი. კარგად ავურიოთ, მნიშვნელოვანია რომ მასა ზედმეტად არ გაგვისქელდეს. კრემი გადავიტანოთ საკონდისტრო ტომარაში და გადავიდეთ აწყობაზე. 

გაგრილებულ სითხეში 3-4 წამით ამოვავლოთ ორცხობილები, დავალაგოთ თეფზე და მოვასხათ კრემი. კვლავ გავიმეოროთ ეს  მოქმედება. თითო ულუფაში გათვალისწინებულია 6 ორცხობილა. ბოლოს მოვაყაროთ კაკაო და მოვრთოთ ცოცხალი კენკრით და შაშკვლავით.

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები